ქვეყანას მართავს არა კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი - კორძაია

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი - ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი არის მმართველი პარტიის და მისი ლიდერის, დაავალებს შემსრულებელი.

„რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, რადგან თუ მას მიაჩნდა, რომ კანონს სწორად აღასრულებდა, მაშინ რას ნიშნავს ასე, მოლაპარაკებებით, კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას მართავს არა კანონი და კონსტიტუცია, არამედ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა