რა გეგმების აქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს?

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოქტომბრის შეხვედრებში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება იმის დამტკიცება, რომ სექტემბერში მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ იყო, -  ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ზრდით კმაყოფილია. მან ასევე ისაუბრა, საკუთარ მომავალზე ნაკრებთან მიმართებაში.

„გიორგი გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელად მიმაჩნია და თუ ევროპის ჩემპიონატზე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, ახლა გოგლიჩიძის და ნონეკაშვილის მსგავსად დაამტკიცა, რომ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მზადაა. გიორგი მიქაუტაძეს მართლაც რთული პერიოდი აქვს და მასზეა დამოკიდებული, ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდება. ხვიჩა კვარაცხელიამ კონტეს მწვრთნელობის პერიოდში ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით აშკარად მოუმატა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ერთად ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ დავილაპარაკებთ“, -განაცხადა სანიოლომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა