გამსხვილება აუცილებელია, ჩვენ სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან - ანა დოლიძე

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კონსულტაციები ძალიან აქტიური მიმდინარეობს, მე წინააღმდეგი ვარ, რომ გაქრა საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის და ყველა ლაპარაკობს კონსულტაციებს. მესმის, რომ კამპანია უნდა მიმდინარეობდეს - აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.

"ყველას წუხილს ვიზიარებ, რომ მარტო დარჩენა არ არის სწორი, ეს ეხება მათ შორის გახარიასაც, რომელსაც არ აქვს ისეთი მყარი მდგომარეობა და რომლის მარტო დარჩენის შემთხვევაში, აუცილებლად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ბარიერის გადალახვა. 

გამსხვილება აუცილებელია, ჩვენ სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან, ჩვენ გავძლიერდებით, მარტო 2-3 ორგანიზაციასთან ერთად ცენტრს გავაკეთებ, მე არ მახასიათებს წინასწარ თქმა  - 8 ივლისი გამოვაცხადო და ვერ გავაკეთო, ცენტრი ცენტრი გამოვაცხადო და ვერ გავაკეთო. სჯობია, გავაკეთოთ და მიხილავთ ისე, რომ ქართველ ხალხს იმედი ჰქონდეს, რომ ეს ქალი პარლამენტში შევა და საქმეს მიხედავს,“ - ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე ეხმაურება ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციასაც და ამბობს, რომ მისთვის ამ დოკუმენტზე შეერთება არ შეუთავაზებიათ, თუმცა აქვე ამბობს, რომ არ მოაწერდა ხელს.
"ჩემთვის არც შემოუთავაზებია ვიღაცას შეერთება, არც ვიცი, მოვაწერდი ხელს თუ არა. 8 ივლისის, საიდან მოვიდა თარიღი, ეს საკითხავია იმ პარტიებისთვის, ვინც ამას ხელი მოაწერა. მე მაინც არ მოვაწერდი, რომ ენმ, როცა ხელისუფლებაში იყო, მაშინ არ ვითვალისწინებდი, მათ მიერ დადგენილ თარიღებს, ახლა მითუმეტეს. 

მაგ შემადგენლობაში ძირითადად არის ენმ და მათგან წამოსული პარტიები, თუ არ ჩავთვლით, ერთ გამონაკლის. მათ უნდა ჰკითხოთ, საიდან მოიტანეს ეს ციფრი, რაღაც ასტროლოგიური ამბავია თუ რა არის, არ ვიცი.

კონსულტაციები ძალიან აქტიური მიმდინარეობს, მე წინააღმდეგი ვარ, რომ გაქრა საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის და ყველა ლაპარაკობს კონსულტაციებს. მესმის, რომ კამპანია უნდა მიმდინარეობდეს" - ამბობს ანა დოლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა