საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა - დავითაშვილი

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იწმუნება, რომ „საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა“.

„საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ აჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან მიმართებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 5 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. რაც შეეხება კონკრეტული კვარტლის მონაცემებს, ეს არ არის რეპრეზენტატიული იმიტომ, რომ უფრო ღრმა ანალიზია საჭირო. როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია მაგალითად, კაპიტალზე, რომელიც იზრდება ან ერთჯერადი ტრანზაქციები, შესაბამისად, წლიურ ჭრილში რომ შევაფასოთ, უფრო მეტ ანალიზს გავაკეთებთ. მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი სხვადასხვა პარამეტრით. საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი ამოცანა. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია. ასე, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში და მდგრადია გამოწვევების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. ამიტომ, ოპტიმისტურად მინდა შევაფასო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები",-განაცხადა დავითაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა