გორში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სულ ნახვები : 308
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდა  გარდაცვლილი იპოვეს.  მაშველებმა გარდაცვლილის  ცხედარი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარე მტკვარში იპოვეს.

33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა.

თანასოფლელები და ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ჯანეზაშვილი მდინარეში შესვლისას დაიხრჩო.

ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა