ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

სულ ნახვები : 250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

21 წლის ქართველმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში სარდალაშვილის მეტოქე თურქი ილდიზი იქნება.

ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა