ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმსა და ქობულეთში

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ავარია მოხდა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დეტალები

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა