ვერანაირი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელიც უნდა დადგეს - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვერანაირი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელი უნდა დადგეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რატომ 12 წლის შემდეგ - სწორედ ახლა გვაქვს ამის რესურსი, რისი რესურსიც არ გვქონდა 12 წლის განმავლობაში, ვერავინ ვეღარ დაიცავს „ნაცმოძრაობას“, ვერანაირი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელიც უნდა დადგეს. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ჩაკეტილ წრეზე. არ შეიძლება ჩვენ მუდმივად გვქონდეს მუქარები, რევოლუციასთან, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიაც მათი საქმიანობის შედეგია. არ შეიძლება. ეს ქვეყნისთვის საფრთხეა და ეს საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა