პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტების და მოპედებისთვის ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება ნებადართული ხდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბასლაინზე დაშვებას. აღნიშნული ცვლილება მიღებულია საქართველოს პარლამენტში და მისგან გამომდინარე შესაბამისი რეგლამენტი აქვს დამტკიცებული თბილისის საკრებულოს. აღნიშნული პაკეტის თანახმად, პირველი სექტემბრიდან მოტოციკლეტებს და მოპედებს უკვე უფლება აქვთ იმოძრაონ „ბასლაინში“. რეგლამენტი ითვალისწინებს მხოლოდ იმ „ბასლაინში“ დაშვებას, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ტრანსპორტის მიმართულებით და არა საპირისპირო მიმართულებით. ხაზი უნდა გავუსვა ასევე იმ გარემოებას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის რამდენიმე განვითარებულ ქალაქში და ამ მაგალითზე ვიმსჯელეთ ჩვენც უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ამაზე აქტიურად ვმუშაობდით და ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი წახალისება. ეს არის ერთგვარი მსუბუქი ტრანსპორტი და მათი წახალისებისთვის, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მათი გადაადგილების დროს მათი უსაფრთხოებისთვის.

რეგლამენტი, რომელიც საკრებულომ დაადგინა არ ითვალისწინებს საათობრივ შეზღუდვას, ულიმიტო დაშვებაა. ერთადერთი პირობა, რომელიც დადგენილი აქვს საკრებულოს არის მხოლოდ იმ „ბასლაინში“ მოძრაობა, სადაც მოძრაობს ავტობუსი ძირითადი ტრანსპორტის მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა