მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კანონის არშეჩერება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და ეს „რუსული კანონი“ დღეს აღმართულია საქართველოს წინაშე როგორც რუსული კედელი და კეტავს საქართველოს ევროპის გზას. ეს ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოს წინაშე მათ შორის ბოლო საათების განმავლობაში უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონი ბორელის განცხადებით, რომ საქართველო ევროკავშირის მიმართულებით კი არ მიდის, არამედ შორდება ევროკავშირს. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის გაცხადებული ინტერესი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს, რაც „რუსული კანონის“ გამოა შეჩერებული. მეორე მხარეს რა დგას - ისინი ვერ საუბრობენ. აქ დგას ვიწროპარტიული, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესს ემიჯნება იმიტომ, რომ შეასრულოს რუსეთის დაკვეთა და გაჩერებული ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა