უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა
სულ ნახვები :
119
...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე "რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც ხვალ გაიმართება.