უკრაინამ პოკროვსკის მახლობლად ფრონტის სტაბილიზაცია მოახდინა
...
უკრაინამ პოკროვსკის მახლობლად ფრონტის სტაბილიზაცია მოახდინა, - ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა „Bild“ წერს.
გამოცემის ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტი ჯულიან რეპკეს თქმით, ოკუპანტები სწრაფად დაიძრნენ პოკროვსკის მიმართულებით და მიუახლოვდნენ მას 7-8 კმ-ში, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა.
თუმცა, ახლა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ფრონტის სტაბილიზაცია და თუ ადრე დამპყრობლები დღეში 2-4 კმ-ით მიიწევდნენ დასავლეთისკენ, ბოლო დღეებში ისინი შეჩერდნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით დაიკავეს ქალაქები უკრაინსკი და სელიდოვო, ასევე სოფელი გროდოვკა, ამავდროულად რუსებმა აიღეს ქალაქი ნოვოგროდოვკა.