ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ - საქართველოში ავსტრიის საელჩო

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან გამარჯვებას ეხმაურება და გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველო ეროვნული ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას.

განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა.

წარმატებები სამომავლო შეხვედრებში“- ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა