მზად ვარ, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის - მერაბ დვალიშვილი

სულ ნახვები : 146
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე ქართველი ვარ, საქართველომ მომცა ყველანაირი ძალა. ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის. ბედნიერი ვარ, დღეს ყველა ზეიმობს საქართველოში, - ეს განცხადება UFC-ის საუკეთესო მებრძოლის ტიტულის მფლობელმა, მერაბ დვალიშვილმა გააკეთა.

 დვალიშვილმა საუბრისას, გაიხსენა ის ინციდენტები, რომლებიც თან ახლდა ბრძოლას პირველობისთვის.

 „პირველი ემოციები გასაოცარი იყო, ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე. როდესაც ქამარი გამიკეთეს, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ახლა ვიაზრებ ამ ყველაფერს და დიდებულია. მე დავამარცხე სამი ყოფილი ჩემპიონი. ჩვეულებრივი დღე იყო, უბრალოდ დღეს გამარჯვებისთვის ქამარიც მომცემს. ეს ენემეია და ყველაფრისთვის ზმად უნდა იყო, მაგრამ როდესაც ვნახე მისი ძალა და შესაძლებლობები, ის ელოდებოდა ჩემს შეცდომას, ისევე, როგორც ალჯოს შემთხვევაში ქნა, თუმცა მე კარგად ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, ბრძოლის გაგრძელება იმიტომ ვითხოვე, რომ ომალი ჩემს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა და ცდილობდა, წყობილებიდან გამოვეყვანე. თუ ამას რომელიმე სხვა სპორტში გააკეთებ, შენ დისკვალიფიკაციას მიიღებ, ამიტომაც ვუთხარი მსაჯს, რომ ბრძოლა გაეჩერებინა და ომალის კუთხე დაეწყნარებინა. მე მისი კისერი მეჭირა, 10 წამი იყო დარჩენილი, ვიცოდი, რომ ის მოითმენდა, ამიტომ მინდოდა, გავხუმრებოდი და მხარზე ვაკოცე. ეს იმის ნიშანიც იყო, რომ მე ვაკონტროლებდი სიტუაციას. ხელი გავუშვი და წამომეწია და უკნიდან ჩამარტყა. მე ქართველი ვარ, საქართველომ მომცა ყველანაირი ძალა. ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის. ბედნიერი ვარ, დღეს ყველა ზეიმობს საქართველოში. ასე გავაგრძელებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა რა თქმა უნდა, წავალ აბუ დაბიში და მხარს დავუჭერ ილია თოფურიას, - განაცხადა დვალიშვილმა.   

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა