გერმანელი მეხანძრე სოციალურ ქსელებში სექს-სიმბოლო გახდა
...
28 წლის ფაბიენ ტიტეჯენი, ბრემენიდან, რამდენიმე წელი მუშაობდა ქარხანაში და სახანძრო განყოფილებაში. ხუთი წლის წინ მან დაიწყო სხეულის ტატუებით დაფარვა და TikTok-ზე დარეგისტრირდა. ახლა მას 3,5 მილიონი გამომწერი ჰყავს.
„შვიდი წელი ვიმუშავე სამრეწველო მექანიკოსად და ამწეების შემკეთებლად ფოლადის ქარხანაში. როდესაც გაჩნდა ვაკანსია სახანძრო განყოფილებაში, გამიჩნდა განაცხადის შეტანის სურვილი. მე დავამთავრე პროფესიული მომზადება სახანძრო განყოფილებაში და შემდეგ 3,5 წელი ვიმუშავე კომპანიის სახანძრო განყოფილებაში“, - განუცხადა ტიეტიენმა BILD-ს.
ბოლო დროს მისი მთავარი საქმე მოდელობა იყო. 13 სექტემბრიდან მისი დებიუტიც ექნება ტელევიზიაში: ტიეტიენი მიიღებს მონაწილეობას ახალ სერიალში Feuerwehrfrauen ARD TV-ზე სახანძრო სამსახურში ქალების შესახებ.