სოფელ შინდისის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოფელი შინდისის მაცხოვრებლებმა დღეს, 20 სექტემბერს საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამის მიზეზი მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების, არ არსებობაა.

ადგილობრივები მთაწმინდის რაიონის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„უკვე ორი წელიწადია ვითხოვთ მოთხოვნით გაჩერებას, მაგრამ რეაგირება არ არის., ჩვენს განცხადებაზე თანხმობის პასუხიც მოვიდა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. სკოლები დაიწყო, ბაღი დაიწყო, მოსახლეობას ორი გაჩერებით ზემოთ აჰყავთ ბავშვები გაჩერების არარსებობის გამო. თუ არ იქნება გაჩერების დამონტაჟება, მოთხოვნით გაჩერება მაინც იყოს. ყოველ სამუშაო დღეს გამოვალთ და გადავკეტავთ გზას. ორი თვეა ვიცდით და არანაირი გამოხმაურება არ არის", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა