26 ოქტომბერს მთელი საქართველო, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 ოქტომბერს მთელი საქართველო, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყვარელში, ილიას ტბაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 30 წელი, საქართველოს ეროვნული გმირები, ვეტერანები იმისათვის არ აშენებდნენ ქვეყანას, რომ საქართველოს კვლავ რუსეთს დაბრუნდეს.

„ილიას ტბაზე“ ვიმყოფებით და სიმბოლურია არჩევანი, დავანახოთ საქართველოს, სად ვიყავით ჩვენ 2012 წელს, როგორი პრეზიდენტი, ხელისუფალი ჰყავდა ქვეყანას და ვნახოთ, დღეს, რა ვითარებაში და განსაცდელშია ქვეყანა, როგორ უნდა ვიხნათ ამ განსაცდელისგან. ნათელი მაგალითია,. თუ როგორ უნდა იღვწოდეს ქართველი ხალხისთვის, კახელისთვის. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დიოდა მიხეილ სააკაშვილი ყვარელშიო ყოველ მეორე-მესამე დღეს, რომ ენახა, როგორ ხდებოდა „ილიას ტბის“ მშენებლობა, ყვარლის განახლება, სიღნაღის აღმშენებლობა, როგორ ხდებოდა თელავის განახლება და რეაბილიტაცია. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც კახეთს და მთელ საქართველოს ჰქონდა იმედი, პერსპექტივის განცდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, პასუხისმგებლიანი ხელისუფალი, რომელიც ხალხის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, რუსი ოლიგარქების და რუსეთის მთავრობის დავალებებს ასრულებს. დღეს, როდესაც საუბარია აშშ-ს სანქციებზე, სანქციებში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილმა კავშირი დაამყარა რუს ოლიგარქებთან და ხელს უწყობს საქართველოში რუსული გავლენების გავრცელებას. დღეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც კლანური, კორუფციული ინტერესებით მართავს ქვეყანას. ყველამ კარგად ვიცით, კახეთის მუნიციპალიტეტებში, როგორ ხდება კორუფციული ფულის დალექვა კონკრეტული ბიზნესკლანების ჯიბეებში და ინტერესებში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს უნდა დავიბრუნოთ ყველა ჩვენგანმა საქართველო იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანა მიტაცებულია ოლიგარქისა და მისი მმართველი კლანების მიერ. საქართველო უნდა დავუბრუნოთ ხალხს, ქვეყანას უნდა დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“, -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა