საქართველოს ნაკრები „მილანთან“ 3:1 დამარცხდა
სულ ნახვები :
124
...
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩში პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა. ძირითადი დრო კი ფრედ - 2:2 დასრულდა.
ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდნენ.