დღეს საქართელოს ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება

სულ ნახვები : 63
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 21 სექტემბერს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს თბილისის აეროპორტში გუშინ დახვდა.

კალაძს თქმით, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.

„ქართველ გულშემატკივარს, ვფიქრობ, საინტერესო საღამო ელოდება დედაქალაქში. თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში“, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო 10 წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა