ენტონი ბლინკენი სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 61
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამაყობს, რომ აშშ იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ბლინკენი განცხადებაში წერს, რომ აშშ სომხეთის მხარდაჭერას აგრძელებს, რათა იგი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წარმატებული წევრი გახდეს.

„ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ პატივს ვცემთ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

სომხეთი დღეს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა