სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთთან, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს - ზახაროვა

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან, ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს– განაცხადა  შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ერევანმა მოსკოვთან უწყებათაშორისი თანამშრომლობაც შეამცირა და ამავდროულად სომხეთში გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ სომხეთი არ დაიცვა.

„ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეტალურად „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ და რუსეთის ძალისხმევაზე, გავაზიარეთ ჩვენი შეფასებები სომხეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად გაჟღერებული პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს. ისინი მუდმივად საუბრობენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სწრაფად დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეს აჩვენებს: არის ხალხის, კომპანიების და ბიზნესის ინტერესი კავშირების დაახლოებისა და გაძლიერებისკენ, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური სტრუქტურა პირიქით მოქმედებს. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს“– განაცხადა მარია ზახაროვამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა