უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბუდანოვის ორი მოადგილე მოხსნა

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გაათავისუფლა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის  კირილო ბუდანოვის ორი მოადგილე ვიქტორ ზაიცევი და იგორ ოსტაპენკო  და გეგმავს ფართომასშტაბიანი პერსონალის "წმენდას" - იყწყება УП თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ბუდანოვი არ დაეთანხმა თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ინტერნეტში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პრსზიდენტის ოფისი გეგმავს თავად ბუდანოვის გადადგომას. УП-ს თანამოსაუბრეს ამ ჭორებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სხვა წყარომ აღნიშნა, რომ უმეროვი 20-მდე გენერლისა და თანამდებობის პირის გათავისუფლებას გეგმავს, ან უკვე გაათავისუფლა თანამდებობიდან „არაეფექტურობის, საბჭოთა მიდგომისა და სფეროებში მუშაობის შედეგების ნაკლებობის გამო“.

„გასასვლელ სიაში“ შედის მინისტრის ხუთი მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და უპილოტო სისტემების ძალების სარდლობის ცნობილი შტაბის უფროსი რომან გლადკი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა