ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მრჩევლად ვაგნერის მეთაური დანიშნა

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მრჩევლად ვაგნერის მეთაური დანიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტ აბას ჯუმას ორმა წყარომ დაუდასტურა.

მათი ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფაუსტინ-არქანჟ ტუადერამ უსაფრთხოების მრჩეველად ვაგნერის მეთაური დიმიტრი პოდოლსკი დანიშნა.

„სწორია, სალემი ოფიციალურად დარეგისტრირდა. ფაქტობრივად, ის დიდი ხანია ასრულებს ამ მოვალეობებს, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოქვეყნდება ჯგუფის ოფიციალურ არხებზე“, - განუცხადა გამოცემას ჯგუფის წყარომ.

RTVI-ის ცნობით, პოდოლსკი ჩეჩნეთისა და სირიის ომის მონაწილეა. მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის რუსეთის გმირის წოდების მფლობელი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მსახურობდა ვაგნერში, სადაც იყო მე-5 მოიერიშე რაზმის მეთაური. მონაწილეობდა ლისიჩანსკის და ბახმუტის ოკუპაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა