წარმოუდგენელია, გაოგნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ცნობილი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები - ილიაუნის რექტორი საბჭოს დასკვნაზე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს სხდომა დარღვევებით წარიმართა. ფორმულას ეთერში საუბრისას დობორჯგნიძემ აღნიშნა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

"ეს არის წარმოუდგენელი. გაოგნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ცნობილი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო პროგრამებს. ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომლის პასუხისმგებლობა იყო ამ პროცესების წაყვანა, ის არის მართლაც პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროცესები წაეყვანა ისე, როგორც ამას მოითხოვს წესდება. ყველაფერი დაარღვიეს აბსოლუტურად და მე, სამწუხაროდ, არ შემიძლია დაბეჯითებით არაფრის თქმა, არ მაქვს ოფიციალური გადაწყვეტილება ხელთ. 10 დღე აქვთ იმისათვის, რომ ჩაგვაბარონ სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება და ჩვენ აუცილებლად სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ დავა იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე", - აღნიშნა დობორჯგინიძემ.

რექტორი აღნიშნავს, რომ საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და თუ რაიმეს შეცვლას გეგმავდა ექსპერტთა დასკვნიდან, ადგილზევე უნდა განემარტა, რაც არ გააკეთა.

"[ჰქონდა] საუკეთესო დასკვნა უკლებლივ ყველა სტანდარტში და, აი, ამის ფონზე, როცა მან მიიღო პირისპირაა გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, მას ჰქონდა ვალდებულება, თუ რამ შეცვალა ექსპერტების დასკვნიდან, იქვე უნდა განემარტა. მას ეს არ გაუკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ბევრ ეჭვს" - აღნიშნა დობორჯგინიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა