ივანიშვილის სისტემა იშლება - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 73
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის სისტემა იშლება - ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება. ნათელია, რომ „ოცნებას“ და მის რუსულ პოლიტიკას ხმას მასიურად აღარ აძლევენ პედაგოგები და ამ მარცხზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს არავის, - ასე ეხმაურება  „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას.

„ივანიშვილის სისტემა იშლება - ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება. ახალი მინისტრი და ახალი სისტემა იქნება დაფუძნებული პატივისცემაზე, შეთანხმებაზე, ხარისხზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.

ხარისხიანი განათლება ყველას (და არა მხოლოდ მათ, ვისაც ფული აქვს რომ კერძო სკოლაში იაროს ან დამატებით რეპეტიტორი აიყვანოს);

ღირსეული სამუშაო გარემო და ანაზღაურება პედაგოგებს (და არა პარტიულად მართული გარემო და შრომასთან შეუთავსებლად მცირე ანაზღაურება);

უფასო კვება სკოლებში (და არა მოშიმშილე ბავშვები სასკოლო მერხებთან);

თანამედროვე შენობები და ინფრასტრუქტურა სკოლებში (და არა წლობით გაურემონტებელი შენობები და კორუფციული ტენდერები)“ - წერს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა