სახელმწიფომ შეძლო მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა - პრემიერი სანქცირებულ პირებზე

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ შეძლო დაეცვა, აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მათ წინააღმდეგ იმ ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც როგორც წესი ხორციელდება, სანქცირების შემთხვევაში.

კობახიძე არ უარყოფს იმას, რომ ზვიად ხარაზიშვილი იღებდა მონაწილეობას პირადად, აქციები დარბევაში, თუმცა ამას სახელმწიფო ინტერესების დაცვას უწოდებს, მისი თქმით სწორედ ამ ადამიანებმა მოახდინეს ქვეყნის დაცვა, რევოლუციური სცენარის განვითარებისგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, [განსაკუთრებულ დავალებათა] დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე, რომლებსაც აქვთ ნაბრძოლი 2008 წლის აგვისტოს ომში. ომი აქვთ გამოვლილი ამ ადამიანებს და ასეთ ადამიანებს ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია არის თავისი შინაარსით ისეთი, რომელიც უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ თქვენ მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, რომ შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე. ეს ერთგვარი „აპოკალიფსური სანქციაა“.

ამ ორ პოლიციელს დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათი ინტერესების თვისებრივად დაცვა. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? აქაც ვსაუბრობთ ჩვენ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ „გლობალური ომის პარტიაზე“. ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, ამ ადამიანებმა, მათ შორის, სხვა პოლიციელებთან, ერთად აღკვეთეს რევოლუცია ამ ქვეყანაში და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წლის რომ გამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს. ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ პასუხს ყოველთვის გავცემთ ხოლმე“,  - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა