ამას გვიმალავდნენ ამდენი ხანი და ამიტომ იყვნენ დამალულები? - ეკა ბესელიას საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისას, მისი წარმომადგენლის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაიცვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ გაჰკვირვებია აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის მოლოდინი ჰქონდა კიდევაც.

„ამას გვიმალავდნენ ამდენი ხანი და ამიტომ იყვნენ დამალულები? თუ ამდენი ხანი უნდა ეფიქრა საკონსტიტუციოს თუ ეცადა, რა დავალებას მიიღებდა, ის მაინც ეთქვათ და გაებედათ,  რომ ეს კანონი არჩევნებამდე მოდი გავაჩეროთ, იმიტომ რომ ახალი პარლამენტი ამ კანონს, ამ ცვლილების შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს მოხდება, მაინც გააუქმებს. ამ კანონს დღის სინათლე არ უწერია. უბრალოდ, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შანსი, რომ მას თავად დაეცვა 78-ე მუხლი და მას თავად ეჩვენებინა, რომ სასამართლოს აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც კონსტიტუცია აკისრებს. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა, აი ამას ნიშნავს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება. ველოდებოდი რომ ეს ორი მოსამართლე უთუოდ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ კიდევ რამდენიმე მოსამართლე გაბედავდა და იტყოდა, რომ ეს კანონი დროებით მაინც უნდა შევაჩეროთ საბოლო განხილვამდე. კი, არსებით განხილვამდე დავუშვათ და ამაზე შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია, მას არ გაჰკვირვებია ეს გადაწყვეტილება, თავიდანვე ეს განწყობა ჰქონდა. პრეზიდენტმა ამ სარჩელით იმიტომ კი არ მიმართა, რომ მას იმედი ჰქონდა, გაუძლებდა საკონსტიტუციო პოლიტიკურ ზეწოლას, პრეზიდენტმა დაიცვა 78-ე მუხლი და იმ მოქალაქეების უფლება დაიცვა, ვისაც უნდოდა, რომ პრეზიდენტს ეს სარჩელი წარედგინა“, - განაცხადა ბესელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა