მძიმე სანქციები ქვეყანასაც აზარალებს - გიორგი გახარია

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ მივაღწიეთ, რომ  ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპაში, დემოკრატიული განვითარების გზაზე სანქციების გარეშე, ჩვენ ეს გვირჩევნია, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექსპრემიერმა  გიორგი გახარიამ ევრორეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. 

გახარიას თქმით, მძიმე სანქციები არა მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებს, ქვეყანასაც დააზარალებს.

„როდესაც საუბარია სავიზო შეზღუდვებზე, პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც საუბარია მძიმე სანქციებზე, მაგალითად, ფინანსურ სანქციებზე „მაგნიტსკის სიით“ ეს ძალიან მძიმე რამეა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ,  „მაგნიტსკის სიით“ სანქცირებული რამდენიმე დეპუტატი რომ გვყავდეს ჩვენ პარლამენტში? ეს ძალიან მძიმე რამეა, ეს ქვეყანასაც ავნებს. ივანიშვილი კი არა, ყველა ვინც ქართულ დემოკრატიას ვნებს, იმსახურებს რომ ჩამოშორდებს ხელისუფლებას. ჩვენ თუ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპაში    დემოკრატიული განვითარების გზაზე სანქციების გარეშე, ჩვენ ეს გვირჩევნია, მაგრამ თუ არადა, თავის თავს დააბრალონ, მე რა ვუყო“, - აღნიშნა  გახარიამ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა