გიორგი ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მასაც შეეხება და ის არ არის მხოლოდ ხელისუფლებისკენ მიმართული.

„გუშინ ევროპარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, ყველა ძირითადმა ფრაქციამ კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და ეს მოწოდება, სხვათა შორის, ეხება არამარტო ივანიშვილის ხელისუფლებას და მთავრობას, ეხება ასევე ქალბატონ ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილება და ბერკეტები და კიდევ ერთხელ, მასაც მოვუწოდებ, რომ თუკი ის იზიარებს მის მიერვე შემოთავაზებული "ქართული ქარტიის" პრინციპებს, ეს ქარტია ვერანაირად ვერ იქნება შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. ევროპული სტანდარტები არანაირად არ არის შესაბამისი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არაფრით არ არის შესაბამისი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის, პროდასავლური და პატრიოტული ძალის ლიდერი იყოს საპყრობილეში და მას, აი, როგორც დღეს ვხედავდით, ხარვეზიანი კომუნიკაციებით ჰქონდეს ან არ ჰქონდეს საერთოდ საშუალება, ესაუბროს თავის ხალხს იმაზე, რაც ხალხს აინტერესებს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რაც წაგვიყვანს კეთილდღეობისკენ ევროპაში და გვათქმევინებს უარს 26 ოქტომბერს მონობაზე, სიღატაკეზე იზოლაციაში“, - განაცხადა ბარამიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა