ქარიშხალ მილტონის მოახლოების გამო, ფლორიდაში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფლორიდის 5 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა სახლები ქარიშხალ მილტონის მოახლოების გამო.

სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ის შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი აშშ-ს ისტორიაში. ამის ფონზე ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

Associated Press-ის ცნობით, ქარიშხალი შესაძლოა მალე ზღვისპირა ქალაქებს ტამპასა და სანკტ-პეტერბურგს დაატყდეს თავს. "მილტონს" მეხუთე - უმაღლესი - კატეგორია მიენიჭა.

სექტემბრის ბოლოს, ქარიშხალმა ჰელენმა შეერთებულ შტატებში 270-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ზარალი 100 მილიარდ დოლარამდე იყო შეფასებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა