აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს - მდინარაძე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში იმ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც ოპოზიციური და სამოქალაქო სპექტრის მხრიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას მოჰყვა.

მდინარაძის თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს „ოცნების“ და ქართველი ხალხის პოზიცია.

„აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს - „ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო…

ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:

1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!

2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!

3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთ მიტევების გზით!

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა“, - წერს მდინარაძე.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა