პარტაქტივით და საჯარო მოხელეებით მოპოვებული რეფერენდუმი

სულ ნახვები : 62
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის 17 მაისს, მმართველმა პარტიამ დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში, პარტიული აქტივის და საჯარო მოხელეების, ცენტრალურ ნაწილში სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით მობილიზება მოახერხა, შემდგომ კი განაცხადა, რომ ამ დღეს შედგა რეფერენდუმი და საქართველოს უმეტესობამ, მხარი დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ რეფერენდუმი არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით დუმს.

„ნახეთ, რომ გაისუსა მთლიანად ოპოზიცია და ქალბატონ სალომესაც ერთი სიტყვა ვერ დავაძვრევინეთ ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ხვდებიან, რომ თვალებში ვერ შეხედავენ ქართველ ამომრჩეველსა და საქართველოს მოსახლეობას.

კანონი, რომელიც ელემენტარულ საკითხებს ეხება და ეფუძნება საღ აზრს, ეფუძნება ჩვენს ქრისტიანულ. ქართულ და ევროპულ ტრადიციებსა და ღირებულებებს, როდესაც ამ კანონს ხელს არ აწერ და ეწინააღმდეგები - მაშინ ოპოზიცია სამარცხვინოდ გაიპარა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, რა თქმა უნდა, მათ არაფერი სალაპარაკო არ აქვთ.

რაც შეეხება თავად კანონს, ამ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი შედგა 17 მაისს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ქვეყნის ქალაქებში ამ კანონის მხარდასაჭერად გამოვიდა. ასე, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანონი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა