ენმ მზად არის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში ჩართვისთვის

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვფიქრობ, ჯერ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში არ ყოფილა, იქნება ნაადრევ - ასე ეხმიანება ენმ-ს ლიდერი, თინა ბოკუჩავა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, სადაც საერთო პრემიერობის კანდიდატზეა საუბარი და რომელთან დაკავშირებითაც ის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს, ორშაბათიდან გამართავს.

ბოკუჩავა თქმით, ენმ მზად არის მოლაპარაკებებში ჩასართავად, ვინაიდან ის არის „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი.

„გვაქვს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ გავმართოთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ამგვარი კონსულტაციებისთვის, ჩვენ ხელმომწერი ვართ ქართული ქარტიის, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ამიტომ, თავისთავად, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თუმცა ვფიქრობ, ჯერ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე ამ ეტაპზე, როდესაც ეს განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში არ ყოფილა, იქნება ნაადრევი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა