კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა - კალაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისი მერი კახა კალაძე, დღეს, 6 ოქტომბერს, მედიასთან საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით არის საუბარი.

კალაძის თქმით, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრს ჰგავს.

„წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ვიღაც პრემიერობის კანდიდატის წარდგენას. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ, უბრალოდ, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა