აქ, ფაქტობრივად იქნება ევროკავშირის საბაჟო, რომელიც ოჯახებში ძალიან დიდ შემოსავალს გააჩენს - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

ვაშაძის თქმით, აქ, ფაქტობრივად იქნება ევროკავშირის საბაჟო, რომელიც ოჯახებში ძალიან დიდ შემოსავალს გააჩენს.

„ჩვენ გვინდა, ყველა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ. დავასრულოთ ეს უბედურება რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა, დავიწყოთ დიდი აღმშნებლობა და მოვიტანოთ 14 მლრდ ევრო ევროკავშირისგან, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. 

წყალი, გზა და სწრაფი ინტერნეტი მივიყვანოთ ყველა სოფლამდე და აქ, ფაქტობრივად იქნება ევროკავშირის საბაჟო, რომელიც ოჯახებში ძალიან დიდ შემოსავალს გააჩენს“,-  განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა