„ქართული ოცნება“ მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას - თაზო დათუნაშვილი

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ქართული ოცნება" მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას, რითაც შეცდომაში შეყავს მოსახლეობა, - ამის შესახებ ძლიერი  საქართველოს ერთ-ერთმა  ლიდერმა  თაზო დათუნაშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოიწვია  რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაწყებულმა მიგრაციამ საქართველოში.

„ქართული ოცნება მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას, რითაც შეცდომაში შეყავს მოსახლეობა. ასევე მანიპულირებს შერჩეული პერიოდებით, რომლებსაც შესადარებლად განიხილავს. მაგალითად აღნიშნავს, რომ 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ქვეყანაში იყო 712.5 ლარი, რომელიც დღეისთვის გაზრდილია 2005 ლარამდე.

ამ დროს ინფლაცია ამ პერიოდზე გაზრდილია 66.4% ით და რეალური მაჩვენებლით დღევანდელი საშუალო ხელფასია 1205 ლარი.

ასეთი ნელი ზრდა 12 წლის განმავლობაში მიუთითებს ეკონომიკის არაინკლუზიურობას.

2024 წლის თებერვალში საქსტატმა შეცვალა მშპ-ს გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის შესაბამისად გადაანგარიშებული მონაცემები არსებითათ უფრო მაღალია. ამ მხრივაც მშპ-ს შედარება წინა წლების შედეგებთან თვალთმაქცობაა. მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად გადაანგარიშებული ახალი მონაცემები დაახლოებით 28 პროცენტით უფრო მაღალია.

რეალური მშპ-ს კონტექსტში ზრდა არ არის იმ ტემპის, როგორსაც „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ასევე არ განაპირობებს არსებულ ზრდას სტრუქტურული ან თვისობრივი ცვლილებები ეკონომიკაში.

სინამდვილეში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სამწუხარო გარემოება, რომელმაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდა არის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაწყებული მიგრაცია საქართველოში. ამ მიგრაციამ იმოქმედა მოთხოვნა მიწოდებაზე ეკონომიკის ძალიან ბევრ სექტორში (უძრავი ქონება, ვაჭრობა, ტურიზმი). მაგრამ, ეს ფაქტორი არ არის მდგრადი და ვერ იქნება გამოყენებული ეკონომიკური ზრდის სამომავლო პროგნოზისთვის, რომელსაც ქართული ოცნება გვისახავს 2028 წლისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური ვექტორის ცვლილების ფონზე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა