კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე დღეს საუბარი არ ყოფილა - გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თანამდებობები საერთოდ არ არის ჩემთვის მთავარი  მიზანი, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი  გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.  ისაუბრა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა.

„კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე დღეს საუბარი არ ყოფილა, ეს ერთი და მეორე, ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ვთვლით, რომ პარლამენტი იქნება ის ძირითადი ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული დემოკრატია და სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

რა თქმა უნდა, ვადები მნიშვნელოვანია. სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, ისინი ვერ თანხმდებიან კანდიდატურებზე. საერთოდ არ არის ეს ჩემთვის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც მან განაცხადა, მათი მთავარია მიზანია, არჩევნებში „ოცნება“ ისე დამარცხდეს, რომ ხელისუფლებაში ვერც ენმ მოვიდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა