ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 რა გვინდა ჩვენ? - ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის,  გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით.- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იმერეთში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„რა გვინდა ჩვენ? - ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, , გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.

ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქი, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.

ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა