ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობის დასაფიქსირებლად - პაატა დავითაია

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობის დასაფიქსირებლად, უფრო მეტი მომენტი იყო, რასაც ვითვალისწინებდით, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები გვქონდა, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.

„მაგალითად, იგივე პრემიერ-მინისტრის საკითხი, თუ როგორ მოხდება პრემიერ-მინისტრის შერჩევა. თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით, უმრავლესობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება და მხოლოდ უმრავლესობის შიგნით შეიძლება კონსულტაციის წარმოება. მინდა, ამას ხაზი გავუსვა. საუბარი არის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ოპოზიციის მხრიდან.

პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგალითად, ჩვენ შეიძლება, ვერ გადავლახოთ ბარიერი, ან გადავლახოთ, მაგრამ ვინც გადალახავს ბარიერს და შეადგენს უმრავლესობას, მათ უნდა წარადგინონ პრემიერ-მინისტრი. ეს კონსტიტუციური ნორმაა და მე მაშინაც ვთქვი, რომ კითხვის ნიშანი მქონდა ამ მიმართულებით, რომ პრემიერის წარდგენის ეს იურიდიული უფლებამოსილება არ მგონია, უმრავლესობამ ვინმეს გადაულოცოს, პირველ რიგში, მაგრამ მაინც მოვაწერეთ ხელი ამ ქარტიას, რადგან მიგვაჩნდა, რომ არის უფრო მეტი საკითხები, რომელსაც ვეთანხმებოდით. მაგალითად, როცა საუბარია ერთწლიან პარლამენტზე“ – განაცხადა დავითაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა