როგორ შეიძლება, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს, რაზე უნდა ელაპარაკონ? - კახა კალაძე

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ და ამას თავისი ახსნა აქვს – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წინასაარჩევნო ყრილობას.

კალაძის თქმით, უამრავი პოლიტიკური პარტია, შეიქმნა სხვადასხვა პლატფორმა, თუმცა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან.

„ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან, ვერ ესაუბრებიან პირისპირ და ამას თავისი ახსნა აქვს. როგორ შეიძლება, პირობითად, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს. რაზე უნდა ელაპარაკონ და რა განმარტებები უნდა გააკეთონ? რაც შეეხება შანსებს, უამრავი პოლიტიკური პარტიაა, შეიქმნა სხვადასხვა პლატფორმა, ზოგი გაერთიანდა, ზოგი დაიშალა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები ყველამ ვიცით, რომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები, რომლებსაც აერთიანებთ ქვეყნის სიძულვილი, მოღალატეობრივი ქმედებები. იმ რეჟიმის დროს, რომელიც 2012 წლამდე ქვეყანაში იყო, ამ ადამიანებს ყველას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა და დღეს ისინი გამოდიან, რაღაც სახელები გადაირქვეს, გადმოიფრქვეს და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რეალურად, ეს ადამიანები იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიუახლოვდნენ ან გადალახონ საარჩევნო ბარიერი“ - განაცხადა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა