ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სიის ნახევარი იყოს ქალი - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, რომლებიც უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ქართული ეკონომიკა დგას უცხოეთიდან გზავნილებზე, რაც უნდა შეიცვალოს.

„ევროპასთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი გავხდით. რატომ? - იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მომხმარებელ ერად გაგვხადა. საქართველო არ აწარმოებს და არ არის ექსპორტზე ორიენტირებული. ქართული პროდუქცია ჩაანაცვლა იმპორტირებულმა პროდუქციამ. ეს არის შესაცვლელი.

დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას. იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები გაქრა, ადამიანები უცხოეთში წავიდნენ. 2023 წლის მონაცემებით, ჩვენმა ემიგრაციამ 4 მილიარდი დოლარი გადმორიცხა. ამაზე დგას ქართული ეკონომიკა. ჩვენ გპირდებით იმას, რომ ეს პროპორცია შეიცვალოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქვეყანამ დაიწყოს ისეთი წარმოებები, რომებიც გენერირებას გაუწევს ჩვენს ბიუჯეტს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ნებისმიერ პროფესიაში იყოს მოწინავე ადგილას.

„ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს. მივესალმები იმას, რომ ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ ამ პროცესში ჩართულები და მოწინავე რიგებში იყვნენ. ამას კანონმდებლობა არ სჭირდება, ამას სჭირდება სურვილი.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სიის ნახევარი იყოს ქალი. ეს კულტურა უნდა დაინერგოს. ეს არ არის რევერანსი, ეს არის საქმისთვის საჭირო საკითხი“- განაცხადა ხაზარაძემ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა