თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა - გიორგი გახარია

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმ მოწოდებების პარალელურად, რომელიც ევროპარლამენტიდან ისმის, კარგად მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთ კონტექსტში და არცერთი სცენარის პირობებში ის არ აპირებს და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მე მიხეილ სააკაშვილის ჯინი კი არ მჭირს, უბრალოდ, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და კიდევ უფრო მეტი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოცნება იმდენად ჩამოიშალა, შესაძლოა ენმ -ს რევანშის შესაძლებლობა გაუჩნდეს, რასაც ხელს არ შეუწყობს. 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ჩამოშლილი „ოცნება“ უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ და ვეუბნები, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახის რევანში კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება.

ვფიქრობ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ოცნების“ მიერ და საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

იმ მოწოდებების პარალელურად რომელიც ევროპარლამენტიდან ისმის, კარგად მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთ კონტექსტში და არცერთი სცენარის პირობებში ის არ აპირებს და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მე მიხეილ სააკაშვილის ჯინი კი არ მჭირს, უბრალოდ, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და კიდევ უფრო მეტი საფრთხეა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა