სააკაშვილი: ეროვნულმა ბანკმა დაავალა ბანკებს მოიმარაგონ ნაღდი ფული არჩევნების წინ
...
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას და მედიას მოუწოდებს, ეროვნული ბანკის განკარგულებას მეტი ყურადღება დაუთმონ.
„ინფორმაციისთვის ეროვნულმა ბანკმა დაავალა ბანკებს მაქსიმალურად მოიმარაგონ ნაღდი ფული არჩევნების წინ.
ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში არსებობს მოლოდინი, სავარაუდოდ მათი ქმედებების გამო დასავლეთიდან შეწყდება ნაღდი ფულის გამორიცხვა, ოღონდ ვერ ვხვდები რამდენი ხნით ვარაუდობენ ამ გზით სიტუაციის შენარჩუნებას.
მე მოვუწოდებ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, დაინტერესდნენ ამ მნიშვნელოვანი პროცესით, იმიტომ რომ ის ნათელს ფენს რუსული რეჟიმის განზრახვებს და „загатовки“-ებს“, - წერს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.