ფრონტზე ახლა ჯოჯოხეთია, უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში - უკრაინელი დეპუტატი

სულ ნახვები :
1,107




...
უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრა უსტინოვამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო:
„ფრონტის ხაზზე ახლა ჯოჯოხეთია. ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში,” - აღნიშნა დეპუტატმა.
მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.