„ვაგნერის“ რაზმის მეთაური ნორვეგიაში გაიქცა და ლტოლვილად ჩაბარდა
...
ე.წ. "ვაგნერის ჯგუფის" ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დეკემბერში დატოვა, 12 იანვარს ნორვეგიაში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
პროექტ Gulagu.net-ის ცნობით, გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც მედვედევი ამბობს, რომ მას უკანონოდ მოუწია საზღვრის გადაკვეთა, მავთულხლართებზე ცოცვა და რომ მესაზღვრეებმა მას ცეცხლიც კი გაუხსნეს.
მისი თქმით, რუსეთიდან გაიქცა, რადგან მას ეძებდნენ როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ვაგნერელები. თავად კი ეშინოდა. მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლის იქ საფრთხე ემუქრებოდა.
ცოტა ხნის წინ, მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულთა არასამართლებრივ მკვლელობებს. მისი მტკიცებით, დაქირავებული რუსი მებრძოლები თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე ბრძოლის დროს, ადგილზე ხოცავენ.
ანდრეი მედვედევი მზად არის საერთაშორისო სასამართლოში ჩვენება მისცეს.