საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩვენი ქვეყნის ქალთა უმაღლესი ლიგისა და ლიგა 2-ის მწვრთნელებს შეხვდა.

მთავარი მიზანი, მწვრთნელებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას ირის ანტმანმა კლუბების მწვრთნელებს საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა ამ მიმართულების განვითარებისთვის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება და რეგულარულ სახეს მიიღებს.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ მთლიანად ქალთა ფეხბურთის ანვითარება საქართველოში. ამისთვის აუცილებელია ცოდნის გაზიარება. მნიშვნელოვანია შეხვედრების მოწყობა და ერთმანეთთან ურთიერთობა. აქამდე მსგავსი შეხვედრები მხოლოდ მოედანზე ხდებოდა. გუნდებს მსგავსი პრობლემები გააჩნიათ, და ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მათი მოგვარება.

ეროვნული გუნდები და ეროვნული ჩემპიონატი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებების განვითარება: ფიზიკური მომზადება, მენტალიტეტი, მიდგომა და მედიცინა, ისევე როგორც ტექნიკური ასპექტი. თუკი ყველა გუნდი ერთად იმოქმედებს, მოთამაშეები ნაკრებს უკეთეს ფორმაში შეუერთდებიან და უკეთესი ფეხბურთელებიც გახდებიან, ჩემპიონატის დონე კი ამაღლდება“, – განაცხადა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა