დე ლა ფუენტესის ფიქრები ევროპის ჩემპიონატზეა

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ესპანეთთან მატჩით დაასრულებს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენციაზე ესპანელთა თავკაცმა, დე ლა ფუენტესმა ისაუბრა.

„მადლობა ვალიადოლიდს თბილი დახვედრისთვის. ვეცდებით მაყურებელს კარგი თამაში ვაჩვენოთ. შესარჩევ ეტაპს ხვალ ვასრულებთ. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ და საქართველოსთანაც ასე იქნება. თუ თამაშს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ, იქნება ძალიან კარგი შედეგი. ჩემი გუნდით კმაყოფილი და ამაყი ვარ, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს უკეთესი“, – თქვა ფუენტესმა.

პირინეელთა მწვრთნელს საქართველოსთან მატჩზე მეტი არ უსაუბრიათ. ესპანეთი ევროპირველობაზეა გასული და მათი ფიქრები უკვე სხვაგან არის...

ესპანეთი-საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა