გაეროს ოლიმპიური ზავის პროექტის რეზოლუციას წარუდგენენ

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

21 ნოემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), ოლიმპიურ ზავზე პროექტის რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს.

„ოლიმპიური ზავი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წლიდან, ძველი ოლიმპიური თამაშებიდან, სათავეს ოლიმპიაში იღებს, მიმართულია ყველა საომარი მოქმედებების დასრულებისკენ, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის უსაფრთხო გადაადგილების, სპორტსმენთა და მაყურებელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ. IOC ოლიმპიურ ზავს 1992 წელს დაუბრუნდა და მას მერე ყველა თამაშებზე ვიყენებთ“, – ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან დაკავშირებით, ოლიმპიურ ზავზე რეზოლუციის პროექტს IOC-თან, საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან (IPC) და პარიზი-2024-ის  საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად საფრანგეთის მთავრობა წარადგენს.

1993 წლიდან მოყოლებული, გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე, რეზოლუციას იღებს, რაც სპორტის და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით  მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები