ისრაელმა ღაზაში ბრძოლა კვლავ ოთხი საათით შეაჩერა
სულ ნახვები :
195
...
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) კვლავ შეაჩერეს სამხედრო ოპერაციები ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში 10:00-დან 14:00 საათამდე. (ადგილობრივი დროით).
ამის შესახებ IDF-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ავიჰაი ედრიმ განაცხადა.
„არმია განახორციელებს საომარი მოქმედებების ტაქტიკურ შეჩერებას დღის განმავლობაში, კერძოდ, 10:00-დან 14:00 საათამდე დასავლეთ რაფაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
ედრიმ დასძინა, რომ ჰუმანიტარული დერეფანი ღაზას ქალაქ დარაჯ ტუფას, ჯებალიასა და შუჯაიას რაიონებში მცხოვრებთა ევაკუაციისთვის კვლავ ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე იმუშავებს.