ნაქერალას უღელტეხილი პარალიზებულია
სულ ნახვები :
513
...
საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთი (ნაქერალას უღელტეხილი) პარალიზებულია.
უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.
„ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.